სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი “მთავარი არხის” ჟურნალისტ ბექა ყორშიას სიუჟეტს აკრიტიკებს, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად დანიშნულ როინ მეტრეველს ეხებოდა. ომბუდსმენი წერს:
“83 წლის ადამიანს, რომ ასე მოექცევი არ არის ყველაზე საამაყო რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია”.
ცნობისთვის, ბექა ყორშია მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა, რაზეც მეტრეველი დათანხმდა და უთხრა, რომ აკადემია “სრულფასოვნად” უჭერს მხარს მმართველ გუნდს.
კომენტარები