ფოტო – ტვ პირველი
აჭარაში მომხდარი უმძიმესი მკვლელობა ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მაშინ მოხდა, როცა 40 წლის ქალი პოლიციაში რეკავდა.
“პირველებთან” გარდაცვლილის დეიდა, ამბობს:
“ცოლ-ქმარი ჩხუბობდა, დედამთილმა სთხოვა დახმარება, უთხრა, პოლიციაში დაერეკა. ჩემი დისშვილი სამზარეულოში შედიოდა, როცა მიეპარა და ზურგში ესროლა. ერთი გამჭოლი ჭრილობა აქვს. 9 და 12 წლის ბავშვები გვერდით ოთახში იყვნენ, როცა გამოვიდნენ, შემზარავი სურათი დახვდათ”
ქალი აცხადებს, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის ალკოდამოკიდებულებისა და მძიმე ხასიათის გამო პარსულში პოლიცია არაერთხელ იყო გამოძახებული, თუმცა მას შემაკავებელი ორდერი არავინ გამოუწერა.
კომენტარები