ლატვიაში რუსული სატელევიზიო არხების ტრანსლირება აიკრძალა.
გადაწყვეტილება ძალაში 9 ივნისიდან შევა და იქამდე იმოქმედებს, სანამ რუსეთი ომს არ დაასრულებს და ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს. აკრძალვა 80 რუსულ არხს შეეხება, რომელთა ყურებაც ქვეყანაში ამ დრომდე შესაძლებელი იყო.
გადაწყვეტილება ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ მიიღო. საბჭოს თავმჯდომარის, ივარს აბოლინშის თქმით, ეს გადაწყვეტილება ახალი კანონმდებლობის საფუძველზე მიიღეს, რომლის თანახმად, ლატვიის ტერიტორიაზე არ შეიძლება გავიდეს გადაცემები, რომლებიც რეგისტრირებულია იმ ქვეყანაში, რომელიც სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება.
კომენტარები