“ტვ პირველში” გიორგი იაშვილი ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს:
“ბევრი შემთხვევა გვსმენია, როცა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლი იქნა აღმოჩენილი ლეპტოპის ვებკამერის საშუალებით, როცა გამორთულ მდგომარეობაში იყო და არ იყო აპლიკაცია გაშვებული და კამერით ხდებოდა ჩაწერა. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. ეს ჩვენთვის არ მუშაობს კამერა და ვერ ვხედავთ რომ მუშაობს. ეს არის დამოკიდებული ტექნოლოგიაზე, რომელიც დაინტერესებულ მხარეს აქვს. ეს ნიშნები აპრიორი არ ნიშნავს, რომ გვისმენენ, მინიმუმ ეჭვის მიზეზია. “
ლაშა პატარაია, უსაფრთოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დამფუნებელი და დირექტორი:
“ის რომ ყველას უსმენენ ჩემთვის სიახლე არ არის. ჩვენი ამოცანა რა არის? ის რომ ტელეფონზე არ გვისმენდნენ, თუ გვქონდეს პირადი ცხოვრება? მერწმუნეთ, ტელეფონი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია და თანაც ისეთი მოწყვლადი, რომ მხოლოდ ერთი სამსახური არ უსმენს. “აქციზის” სტიკერების დაკვრა “რედბულის” კამერაზე, ძალიან მაგრად მუშაობს.”
კომენტარები