მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასიალაია:
სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. სასამართლომ თქვა, რომ არა აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, მთავარია სააკაშვილი არ იყოს დარბაზში, სასამართლომ თქვა, რომ სუს-ის მონაჭორზე, ცხვარიაშვილის გამონაგონზე, ის პროცესებს წარმართავს მიხეილ სააკაშვილის გარეშე.
მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, მთელი 9 წლის მანძილზე, ჩვენ გვკვებავდნენ მითით, რომ მიხეილ სააკაშვილს აგებინებდნენ პასუხს, გვკვებავდნენ მითით, როგორი საშიში იყო მიხეილ სააკაშვილი და დღეს ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია სააკაშვილის სასამართლოში გასამართლება, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც აკანკალებს, სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენით.
სასამართლო სისტემა სრულიად მოშლილია და რეაგირებენ მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულ, უმნიშვნელო საკითხებზე, კანონდარღვევის საკითხებზე, ადამიანის უფლებების ფეხქვეშგაგებაზე რეაქცია არა აქვთ. პროკურორები არიან უბრალოდ დავალების შემსრულებლებიც არა, სუსის მესიჯების გამტარებლად, დაედგათ სცენა, ვითომ პროკურატურა ითხოვდა დისტანციურად პროცესის გამართვას და სასამართლო ამაში შეეწინააღმდეგა. სრულიად უადგილო ეტაპზე დააყენა ეს შუამდგმლობა და მას შემდეგ, რა სასამართლომ უთხრა, ამ ფორმით არ განვიხილავ შუამდგომლობასო, მიჩუმდნენ. ეს იყო იმისათვის, რომ შემდეგ ეთქვათ, შუამდგომლობა დავაყენეთო.
ისინი ელოდენიან სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ გადაადგილება ვერ შეძლოს, ელოდებიან როცა ვერ შესძლებს სააკაშვილი საუბარს და შემდეგ იტყვიან, აი, საბადრაგო სამსახური მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის, უბრალოდ. ისინი ელოდებიან, როდის ჩაცხრება ქუჩის პროტესტი, მაგრამ ეს არ მოხდება. მათ აქვთ უდიდესი შიში, თუნდაც ტელეეკრანიდან გამოჩნდეს სააკაშვილი. თუ ჩართავდნენ სააკაშვილს ციხიდან დისტანციურად, ჩვენ ვუზრუნველჰყოფდით, რომ უკან მდგარიყო კამერა და ამის მათ ეშინიათ.
თუ შემდეგ პროცესზე უზრუნველჰყოფენ სააკაშვილის გადმოყვანას დღეს ეს რატომ არ გააკეთეს? პენიტენციური სამსახურის განცხადება ბლეფია. გამოძიება მიმდინარეობს, შეიძლებოდა ყოფილიყო გადაყვანის დროს დესტრუქციაო და ხომ გადაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში, მოხდა რამე? ეს საშიშროება რეალურად არ არსებობს. რა სისულელეა, ვინ დააყენებს სააკაშვილის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას ეჭვქვეშ, რომ საბადრაგო მანქანას დაესხას თავს? ეს ვის მახინჯ ტვინში იხარშება?
ვინიცობაა და სააკაშვილს ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდეს და 10 დღეშიც შეძლოს გადაადგილებაო, მეორე პროცესი ჩანიშნეს 29-ში და ტაშ-ფანდურით შეგვეგებებიან.
პროკურატურას არ დარჩა არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ აუკრძალოს სააკაშვილს ტელეფონით სარგებლობა, მაგრამ ციხე იტყვის, დამატებითი მოთხოვნა არ გამოუგზავნია პროკურატურასო, ან დარწმუნებული იყავით, ტელეფონებს გააფუჭებენ.
მოსამართლის აცილება დავაყენე, მეტი რა საბაბი უნდა ყოფილიყო აცილების, იხილავენ პროცესს ისე, რომ არ არის წარმოდგენილი ბრალდებული, მაგრამ საკუთარ თავს ხომ არ გამოუტანენ განაჩენს?”
კომენტარები