ინდოეთში 2 დღეა ებრძვიან ციკლონს, რომელიც 180 კილომეტრი საათი სიჩქარით მოძრაობს და ბოლო 2 დღის მანძილზე 90 ადამიანი შეიწირა. ციკლონის გამო ქვეყანას შტორმი უტევს ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც გარდაცვლილთან ერთად 49 დაკარგულ ადამიანს ზღვაში ეძებენ, ისინი გადამზიდ გემზე იმყოფებოდნენ.
გადამზიდი ხომალდიდან მხოლოდ 26 ადამიანის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. გადარჩენილები საკმაოდ სერიოზული სტრესის ქვეშ არიან, კაპიტნის განცხადების მიხედვით ზღვა იმდენად აღელვებული იყო, რომ გემზე კონტროლი საერთოდ დაკარგეს და ღმერთის იმედად იყვნენ.
ინდოეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სამაშველო გემებმა და თვითმფრინავებმა, საერთო ჯამში, 600-მდე ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს ზოლიდან, სადაც ტალღების ზომა 8 მეტრს აღწევდა.
კომენტარები