ჟურნალისტი, დათო ხვადაგიანი:
“შსს-ს და პირადად მინისტრს მინდა ვკითხო: პაივცემულებო, დიდის ამბით რომ გვახარეთ, თურმე 30%-ზე მეტით შემცირდა დანაშაული წინა წლებთან შედარებითო, თქვენ რომელი ქვეყნის მონაცემებს გვაწვდით ?
სულ ახალი ფაქტებია აგერ: ჩემს ნათესავს რაიონში სახლი გაუტეხეს და თუ რაიმე ტექნიკა და ფასეული იყო, პირწმინდად გახვეტეს, ერთ მეგობარს ბოლო პერიოდში კატალიზატორი მოუხსნეს მანქანიდან, მეორეს გვერდითი შუშა ჩაუტეხეს და პირადი ნივთები გააყოლეს ხელს. ასეთი მაგალითები სულ უფრო და უფრო მეტი მესმის, თან ახლობლებისგან და არა ჭორებზე დამყარებული. ჰოდა, რა ციფრებით იწონებთ თავს ვერ გავიგე ?
მართლა 90-იანებში გვაბრუნებთ, თუ რა ჯანდაბა ხდება ???”
კომენტარები