ჟურნალისტი თეა ადეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე 92 წლის რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფოტოს აქვეყნებს, წარწერით – “მიყვარს.” ღოღობერიძე ჩოგბურთის კორტებისკენ მიემართება.
რეჟისორი შესანიშნავ ფორმაშია და ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებს.

როგორც ირკვევა, ლანა ღოღობერიძე დღეს Georgia Open-ის ფარგლებში ფინალურ მატჩს ითამაშებს. აღნიშნულის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ლანა ღოღობერიძის შვილიშვილი, ლადო რიგვავა აქვეყნებს.

კომენტარები