ადვოკატი ზვიად კორძაძე:
,,შაბათს ბავშვობაში ვიმოგზაურე. დედულეთი, ლეჩხუმი, ორხვი.
25 წელზე მეტი არ ვიყავი ნამყოფი. ამ ჩანჩქერზე ვიპარებოდით, ამ რიონში ვბანაონდით, ეს ხვამლი გვეგებებოდა ყოველ დილით არდადეგებზე ჩასულებს❤️
ჩემი ბავშვობის ბოლო მასპინძელი გოგონა დეიდა მივაბარეთ მიწას 101 წლის. რაც თავი მახსოვს 30 აპრილს მე მილოცავდა დაბადების დღეს 1 მაისს მე ვულოცავდი. შარშან მე 50 წლის გავხდი ის 100-ის. დამირეკა როგორც ყოველთვის ❤️ 93 -ის იყო ,,მაგთიში” მივიდა , ტელეფონი მესიჯებს ვერ აგზავნის კარგადო. მთელი ოფისი გარეთ გამოვიდა ?❤️
სოფლის ექთანი და იმედი იყო 70 წელზე მეტი. აქ ერთ ფოტოში მედპუნქტს შუა სოფელში ახლაც საფერშლო აწერია. ამ სამოთხეში იცხოვრა. სულ წიგნს კითხულობდა, რამდენიმე თვე, როცა ადგომა არ შეეძლო, მაშინაც კი. ცრემლით გააცილა ხალხმა 101 წლის ქალი. ძალიან გავდა ჩემ გამზრდელ ბებიას, რომლემაც გაზარდა, რომლის გვერდითაც დაკრძალეს. თვითონ დაიბარა,,მამიდას გვერდით დამასაფლავეთო”
გუშინ ჩემი ბავშვობის ბოლო მასპინძელი მივაბარეთ მიწას ❤️❤️”
კომენტარები