96 წლის ასაკში, დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა

96 წლის ასაკში, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა. ინფორმაციას ავრცელებს სამეფო ოჯახი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული იყო და ის ბალმორალში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ცნობისთვის, დედოფალი ელისაბედი ტახტზე 1952 წელს ავიდა. ის გაერთიანებული სამეფოს მონარქი 70 წლის განმავლობაში იყო, რითიც ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის, მსოფლიოში კი მეორე ყველაზე ხანგრძლივი მმართველის ტიტული აქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი