“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალური ქსელით, ანდრია ჯაღმაიძეს პასუხობს, შეგახსენებთ, დღეს ანდრია ჯაღმაიძემ, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ ბერთუბნის მონასტერი აზერბაიჯანის სიღრმეშია და არ ვედავებით ამ მონასტერს აზერბაიჯანს.
“ანდრია ჯაღმაიძე დავითგარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემის ხელშემწყობია !!! ვინ აგდია ანდრია ჯაღმაიძე, რომ ბერთუბნის მონასტერი აზერბაიჯანის საკუთრებად გამოაცხადა ??? წაიკითხეთ ციტატა-“ ეს ის ადგილია, რომელზეც ჩვენ არც ვდაობთ, ეს არის ბერთუბნის ფოტოები, რომელიც აზერბაიჯანის სიღრმეში მდებარეობს”
ამდენი ხანია ვამტკიცებ რომ ანდრია ჯაღმაიძე არის საპატრიარქოში შესრიალებული ქვეწარმავალი, რომელიც შორენა თეთრუაშვილთან ერთად ძირს უთხრის ეკლესიას და სახელმწიფოს !!!
ეს თავხედი იმასაც ბედავს,რომ ბერთუბნის მონასტერს აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებს !!! გოგირდი უნდა დაწვა და ისე გამოაძევო ეს ავაზაკი საპატრიარქოდან !!! არ გაპატიებ ამას იუდა-გამყიდველო ჯაღმაიძე, ვერც შენი პოლიციელი ძმა გუშველის და ვერც ის კრიმინალები, რომლებიც ზურგს გიმაგრებენ !!!”
კომენტარები