რამდენიმე დღის წინ, ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ, ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს – ნანა გეგეჭკორს ვრცელი წერილით მიმართა.
ნანა გეგეჭკორს ცერცვაძის ვრცელი წერილისთვის პასუხი ოფიციალურად არ გაუცია.
თუმცა, მედიაში ვრცელდება მისი კომენტარი, რომელიც, მან ფეისბუქმეგობრის პოსტზე დაწერა:
„სად სცალიათ პაციენტებისთვის. ცერცვაძე ჩემზე პასკვილების წერითაა დაკავებული. კატასტროფაა ამდენი სიკვდილი ასეთ პატარა ქვეყანაში. ამაზე რომ დავწერე, იმხელა წერილი გამოაცხო ჩემი და ამერიკის ლანძღვით… საშინლად ვბრაზდები, ასე სულერთი როგორაა ამათთვის ადამიანის სიცოცხლე“
რას ეხებოდა პოსტი, რომელზედაც ნანა გეგეჭკორმა ეს კომენტარი დატოვა, უცნობია.
კომენტარები