სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“(მელია ტვ1-ზე). ვერ ვიტყვი, რომ დიდ ერუდიციას ველოდი, მაგრამ, ეს ახალგაზრდა ნამეტანი გაუნათლებელი ყოფილა; -პარლამენტში 50 მტერი მყავს, ისინი ჩემი “მ ტ ე რ ე ბ ი” არიანო, (პოლიტიკოსი, ასეთი შავ-თეთრი აზროვნებით რომ კატასტროფაა, ეს სხვა თემაა); -სამი თვე, ყოველდღე, ორის თხუთმეტ წუთზე “ს უ ფ ე ბ ს” ვჭამდიოოოო… ესეც “მელიას დიეტა”
-ციხიდან გათავისუფლებული, “შავს” რომ მიაწვა და ციხეს რად უნდა რკინის კარებიო; ყველას, ყველას გათავისუფლებას ვუსურვებო, ამაზე აღარაფერს ვიტყვი!
ეს ახალგაზრდა ადრე სულ “აბიჟნიკობდა”, ყვიროდა და მეტყველების სიღარიბეს, ყვირილისას წამოსროლილ მოკლე-მოკლე ფრაზებში, ასე ადვილად ვერ შეატყობდი. ისევ ქუჩაში იყვიროს, ნაცების პარტიის თავმჯდომარემ, მისთვისვე სჯობს. სტუდია, ლოგიკა, რიტორიკა, ანალიტიკური აზროვნება ნამდვილად არ ყოფილა მისი ძლიერი მხარე.”
კომენტარები