პარტია ,,ლელომ” დამოუკიდებელ დეპუტატებთან, სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” შექმნა.
მამუკა ხაზარაძე:
მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია, რომლის სახელი იქნება „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ და სწორედ ეს ფრაქციაა იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში და სისტემურ გადატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას ჩვენი თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება უწყვეტი და მხარდაჭრილი ამ ფრაქციის მიერ იმ პერსპექტივით, რომ ჩვენ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი და რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენთაგანი იქნება გარანტორი ჩვენი მოქალაქის, რომლის ცხოვრება ასე გაუარესდა ამ 9 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად.
კომენტარები