რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანს სტუმრობდა, სადაც განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დავით გარეჯის საკითხი ისე გადაწყდება, როგორც საქართველოს და აზერბაიჯანის ძმობას და მეგობრობას შეეფერება, თუმცა, აზებაიჯანთან მოლაპარაკებების დეტალებს ხელისუფლება არ ასაჯაროებს, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრიდან უკვე ერთი კვირაა გასული. მალევე პრემიერი სომხეთსაც ესტუმრა. პარალელურად, ერთი კვირის შუალედით, სომხეთს და აზერბაიჯანს სტუმრობდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლავროვი. შეგახსენებთ იმასაც, რომ თურქეთის საელჩოს ცნობით, საქართველოში დაუგეგმავ ვიზიტის განხორციელებას გეგმავს, თურქეთის პრეზიენტი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა დავით გარეჯის თემაზე შეთანხმებას მიაღწევენ.
ზალკალიანი:
ეს იყო განხილვის ერთ-ერთი საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გვაქვს კიდევ ერთხელ გამოხატული მზაობა, რომ საკითხი რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს, ისე, როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ის სულისკვეთება, რომელიც სუფევდა ბოლო ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დროს, მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი ჩვენი ორივე მხარის სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესებიდან გამომდინარე, – განაცხადა ზალკალიანმა.
კომენტარები