ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი პოზნერის სკანდალურ იუბილეზე, ია ფარულავასთან საუბრობს:
ია ფარულავა:
-გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ვახშამი 425 ათასი ლარი დაჯდა…
ბენო ქაშაკაშვილი:
-ჩვენი ხელით დაწურული ღვინო იყო… ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს, სუფრა მთავრდებოდა ასტრაზენეკას ლიქიორით და რა პრობლემაა 400 000 ამაში გადაიხადოს 30 კაცმა, დიდი საქმე, ისიც, გააპროტესტეს და ბოლომდე არ გადაიხადეს, 300 ათასი გადაიხადეს…
ია ფარულავა:
-ხუმრობის ხასიათზე ხარ, შენი ამბავი რომ ვიცი არაფერს გადაახდევინებდი… რა მოხდა იქ სინამდვილეში?
ბენო ქაშაკაშვილი:
-დაკვეთილი თემა იყო, პოზნერმა რამოდენიმე დაბადების დღე აღნიშნა საქართველოში. ჟურნალისტები მოდიოდნენ, სელფეს იღებდნენ, არც მიფიქრია, რომ რამდენიმე წლის მერე გახდებოდა პრობლემა. მოვიდნენ მშიერი სტუმრები დაგვიანებით, უკვე მესმოდა, რომ დარღვევა იყო… მოდი, შევჭამთ და წავალთო… მესმის, რომ დაირღვა კანონი, მაგრამ მორალი, როგორც წინა წლებში ვარღვევდით… ეს ადამიანი პირველად არ ყოფილა, ჩემთვის ეს ძალიან დიდი სირცხვილი იყო, მერჩივნა ჩემთვის გადაეარათ. ვინც ჩემ სტუმარზე ხელს აიღებდა, ის იქნებოდა ჩემთვის მტერი, სჯობდა ჯერ მე მოვეკალი.,… ამიტომ დავდექი კარებში. ეს არ იყო ვიღაცა ადამიანების ჯგუფი, სერიოზული ხალხი იყო, თავისი მენტალობით…
კომენტარები