საქართველოს საელჩო ისრაელში მორიგ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს:
„მეგობრებო, სატელეფონო საკომუნიკაციო აპლიკაციებით (ძირითადად watsapp) მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენთან სხვადასხვა ინდექსიდან სატელეფონო ზარი შემოვიდეს და ეს ტერორის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. ამგვარი სმს-ების ქართული თარგმანიც ვრცელდება.
არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს. ოფიციალური და საჭირო ინფორმაცია გავრცელდება საელჩოს ან/და ელჩის ოფიციალური გვერდიდან. დაიცავით წინა განცხადებებში აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები. მშვიდობიან დღეს გისურვებთ“
კომენტარები