გიორგი სიგუა თავის “ფეისბუქლაივში” სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ 2013-14 წლებში ის მონაწილეობდა კორუფციულ გარიგებებში და მისი თანამონაწილე საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. სიგუას თქმით, მას შეუძლია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და თავისი სიტყვები რეალური საბუთებით დაამტკიცოს.
გიორგი სიგუა:
“როდესაც ამ მასალის დადებას დავიწყებ, მინდა თქვენ დაიწყოთ აქციები, გამოსვლები, ღარიბაშვილის დაპატიმრების შესახებ, ჩვენ ის უნდა ჩავსვათ ციხეში, აუცილებლად! მეც მზადა ვარ ჩავჯდე ციხეში, ვაგო პასუხი, მაგრამ, გადაეცით ყველას, გიორგი სიგუა აღიარებს თავის კორუმპირებულობას და ხელს ადებს ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც თანამონაწილეს ამ ყველაფერში. მზადა ვარ ვითანამშომლო, დავასახელო სახელები, გვარები, დავდო მასალები, დაიბარეთ დაკითხვაზე ღარიბაშილი, ზურა ალავიძე, გუჯა ხოკრიშვილი… რაშიც მე მაქვს მონაწილეობა მიღებული, იმაზე დავდებ თავს. ძალიან მარტივად დავამტკიცებ, რა უნდა სატენდერო დოკუმენტაციის ამოღებას? კორუმპირებული პრემიერი ჩამოვაცილოთ თანამდებობას და მოვითხოვოთ მისი ციხეში ჩასმა.”
წყარო – პალიტრავიდეო
კომენტარები