სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 262.6 მლნ აშშ დოლარი (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 619.7 მლნ აშშ დოლარი (3.9 პროცენტით მეტი) იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში 357.1 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ეგზოტიკური, უცნაური პროდუქტების იმპორტი ხორციელდება ქვეყანაში. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის მონაცემები საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები, „საქსტატს“ ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული, გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემებს გავეცანით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 262.6 მლნ აშშ დოლარი (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 619.7 მლნ აშშ დოლარი (3.9 პროცენტით მეტი) იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში 357.1 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ეგზოტიკური, უცნაური პროდუქტების იმპორტი ხორციელდება ქვეყანაში. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის მონაცემები საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები, „საქსტატს“ ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული, გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემებს გავეცანით.-0:16
გთავაზობთ, იმ რამდენიმე სასაქონლე ჯგუფის ჩამონათვალს, რომლის იმპორტიც განხორციელდა ქვეყანაში 2019 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით:
- ცოცხალი რეპტილიები (გველის და კუს ჩათვლით) – 4.9 ათასი აშშ დოლარი;
- შინაური მტრედების, მწყერების, სელაპების, ირმების, ბაყაყის თათების და ა.შ. ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები (ახალი, გაცივებული ან გაყინული) – 0.8 ათასი აშშ დოლარი;
- რვაფეხები (Octoрus sрр.) ცოცხალი, ახალი ან გაცივებული – 4.7 ათასი აშშ დოლარი
- დანარჩენი რვაფეხები (Octoрus sрр.) ცოცხალი, ახალი ან გაცივებულის გარდა – 4.5 ათასი აშშ დოლარი;
- კუს ჯავშანი, ვეშაპის ან ზღვის სხვა ძუძუმწოვრების ულვაში, რქები, ირმის რქები, ჩლიქები, ფრჩხილები, ბრჭყალები და ნისკარტები, ამ პროდუქტების ფხვნილი და ნარჩენები – 0.3 ათასი აშშ დოლარი.
საქართველოში ასევე ხორციელდება, ცოცხალი პრიმატების, ცოცხალი აქლემები და სხვა აქლემისნაირნის, ლოკოკინების (ლიპარისის გარდა) იმპორტი. მართალია, მე-4 კვარტალში აღნიშნული პროდუქტები არ შემოსულა ქვეყანაში, მაგრამ „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, ლოკოკინების (ლიპარისის გარდა) იმპორტმა – 2019 წლის მე-3 კვარტალში – 2.7 ათასი აშშ დოლარი; ცოცხალი პრიმატების – მე-2 კვარტალში – 1.9 ათასი აშშ დოლარი; ცოცხალი აქლემები და სხვა აქლემისნაირნის (Camelidae) იმპორტმა კი მე-3 კვარტალში – 40.9 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
bpn.ge
კომენტარები