სოციალურ ქსელში გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, მოქალაქეების პეტიცია გავრცელდა – მოთხოვნას უკვე 20 000-მდე მოქალაქე შეუერთდა.
პეტიციის ინიციატორი ფილოსოფიის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგი თევზაძეა:
“დღეს მოქმედი კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული”, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში, – “ნიშვნელოვანია, გაუქმდეს კომენდანტის საათი, მაგრამ, გაძლიერდეს საგანმანათლებლო კამპანია, გაუმჯობესდეს რისკ-ჯუფების მეთვალყურეობის ღონისძიებები და დაჩქარდეს საყოველთაო ვაქცინაცია”.
ე.წ კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან, უკვე ნახევარი წელია მოქმედებს.
კომენტარები