იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს მოქალაქეობა შეუწყვიტეს. უწყება განმარტავს, რომ შესაბამისი თხოვნით მათ ადეიშვილმა 4 მარტ მიმართა, 13 მაისს კი შეუწყდა მოქალაქეობა.
სამინისტროს ცნობით, ზურაბ ადეიშვილმა ეს თხოვნა მათ უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად გაუგზავნა.
საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის №204 ბრძანებულებით, “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის გ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
კომენტარები