ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სატელევიზიო ეთერში, ე.წ კომენდანტის საათზე და შეზღუდვების შემსუბუქებაზე ისაუბრა:
„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ საკოორდინაციო საბჭოზე , რომ როგორც კი დავინახავთ, რომ მესამე ტალღა გადავლახეთ და უკეთესობისკენ მივდივართ, არის ახლა ამის პირველი ნიშნები, პირველივე შესაძლებლობისას შევამსუბუქებთ ამ შეზღუდვებს, მოვხსნით შეზღუდვას თუნდაც შაბათ-კვირის რესტორნების შეზღუდვაზე და არსებითად გადავხედავთ ე.წ. კომენდანტის საათს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
კომენტარები