ავღანეთის ხელისუფლების თქმით, ქაბულის ჩრდილოეთ ნაწილში მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 12 მლოცველი ემსხვერპლა სამთავრობო ძალებსა და თალიბანს შორის საზავო შეთანხმების ძალაში შესვლის მეორე დღეს. გარდა ამისა, პარასკევის ლოცვისას მომხდარი აფეთქების შედეგად მეჩეთის შიგნით 15 ადამიანი დაიჭრა, იტყობინება ქაბულის პოლიციის წარმომადგენელი ფერდავს ფრამურზი. მისი თქმით, დაღუპულთა შორის არის მეჩეთის იმამი. პოლიციის გამოძიება მიანიშნებს, რომ სავარაუდოდ იმამი იყო თავდასხმის სამიზნე, დასძინა მან. არავის უკისრია პასუხისმგებლობა შაქარ დარაჰის რაიონში მომხდარი აფეთქებისთვის, რომელიც დაემთხვა რამადანის წმინდა თვის დასასრულის, ეიდ ალ-ფითრის დღესასწაულს.
წარსულში ქაბულში თავდასხმების დიდი ნაწილი განახორციელა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივმა პარტნიორმა. მაგრამ ავღანეთის მთავრობა ხშირ შემთხვევაში თალიბანს ადანაშაულებდა ხოლმე.
მას მერე, რაც ავღანეთში საზავო შეთანხმება ამოქმედდა 13 მაისს, ქვეყანაში შედარებით მშვიდი ვითარება იყო. მაგრამ ოთხმა სხვადასხვა აფეთქებამ მინიმუმ 11 სამოქალაქო პირის სიცოცხლე იმსხვერპლა ზავის გამოცხადების დღეს.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები