“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი, პაატა სალია, არხის დამფუძნებლების ბრალდებებს პასუხობს:
“გამოჩნდა ის სულისკვეთება, რომ თითქოს “რუსთავი 2-ის” მენეჯმენტი ცდილობს, რაიმე გადამალოს და გააფუჭოს. არ არის ნამდვილად ასე, ქონების გატანა ფიზიკურად ვერ მოხდება, ამის სურვილი არც გვაქვს, რომ კანონი დავარღვიოთ და ვერ მოხდება იმიტომ, რომ მთელ უძრავ ქონებას ადევს ყადაღა. ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ვალდებულების შესრულება, რაც არის. ჩვენ ახლა ვცდილობთ, გადავარჩინოთ კომპანია, გადავარჩინოთ ის ღირებულება, რასაც ,,რუსთავი 2 ” ჰქვია”
კომენტარები