“ქართული ოცნების” წევრი კახი კახიშვილი:
“სამწუხაროა, რომ ადამიანები, კოლეგები განცხადებას აკეთებენ და შეფასებას აკეთებენ კოლეგის კომენტარზე ისე, რომ არ მოუსმენიათ განცხადება მხოლოდ სათაურები აქვთ წაკითხული. მე რომ ვყოფილიყავი ირაკლი კობახიძის ადგილას, პირველ რიგში მოვუსმენდი რა თქვა ჩემმა გუნდის წევრმა, კიდევ კარგია თვითონვე აცხადებენ, რომ ჩემთვის დიდ პრობლემას თანამდებობა არ წარმოადგენდა და არც წარმოადგენს.
იყო შემოთავაზება მე არ დავთანმხდი, თუმცა ეს არის გუნდის საკითხი და გუნდში ვილაპარაკებთ ამის შესახებ. არ მეგონა, რომ ირაკლი კობახიძე ამაზე ისაუბრებდა. მე პირადად კერპი არავინ არ მყავს. მე ერთ რამეს გეტყვით რომ შენიშვნას არავისგან მივიღებ, თუ ვინმეს აქვს სასაუბრო გუნდია და შემიძლია ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ. შესაძლებელი იყო დარეკვა და გარკვევა.
იმ შემთხვევაში შეიძლება დავტოვო პარტია, თუ ვნახავ რომ ჩემი აზრი არავის აინტერესებს პარტიაში და კონკრეტულად კრიტიკულ საკითხებზე ისე მიიღებენ გადაწყვეტილებებს რომ მე არ ვიქნები ჩართული”
შეგახსენებთ, რომ კახიშვილმა თქვა, რომ პარლამენტარად თავს ვერასოდეს მოიაზრებდა და მას აღმასრულებელ ხელისუფლებაში სურდა ჰყოფნა, მან არ გამორიცხა პარტიის დატოვებაც.
კახიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ მმართველ პარტიაში. კობახიძემ თქვა, რომ პარტიამ კახა კახიშვილს 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა მისგან უარი მიიღო.
კომენტარები