სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას გადადგომას “თაიმერთან” ეხმაურება:
“პროცესი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ბოლო დროს მიმდინარეობს ღიმილისმომგვრელია. როგორც ვატყობ, „ნაცები“ „ქართული ოცნებიდან“ „ქოცებისა“ და გახარიას მომხრეების გაყრას საბოლოოდ ასრულებენ. რის შემდეგაც, თვითმმართველობის არჩევნებს ისინი „სამართლიანად“ და „მაღალი ევროპული სტანდარტით“ ჩაატარებენ“.
გიორგი შენგელია გახარიას კადრი იყო. თავის დროზე ზუგდიდის მერად შენგელიას კანდიდატურა გახარიას მოწერელიამ შესთავაზა, როდესაც მოწერელია იყო გუბერნატორი. მოწერელია და შენგელია გახარიას კადრებად ითვლებიან. ახლა, როგორც ვატყობ გახარიას კადრებისგან „ქართული ოცნების“ წმენდა საბოლოოდ დაიწყო.
„ქართულმა ოცნებამ“ თვითლიკვიდაცია დაიწყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი „ქართული ოცნების“ განადგურება გადაწყვიტა. ბოლო პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, ე.წ პორტირებული „ნაცები“ რიცხოვნობით ჭარბობდნენ, „ქართულ ოცნებაში“ „ოცნების“ წვერებს. ბოლო წლის განმავლობაში, ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს. ყველა ადამიანი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ იყო და იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, „ქართული ოცნებიდან“ გაყრილი აღმოჩნდა. „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დაისაკუთრებს „ქართულ ოცნებას“ და ეს იქნება „ნაციონალური ოცნება“, ალბათ სახელსაც შეუცვლიან „ქართულ ოცნებას“
დღეს, 17 მაისს, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია თანამდებობიდან გადადგა.
კომენტარები