გლდანში, 21 წლის ახალგაზრდის დაჭრას თვითმხილველი ჰყავს. როგორც ქალი “მთავართან” საუბარში ამბობს, დაინახა როგო დაესხა თავს შეიარაღებული პირი ახალგაზრდას.
როგორც თვითმხილველი ამბობს, დაჭრამდე არანაირ შელაპარაკებას ან კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია და როგორც დაჭრილმა უთხრა, თავდამსხმელს არც კი იცნობდა:
“ვიღაცამ დაარტყა დანა და გაიქცა. ის ბიჭი თავისთვის მოდიოდა, კიბეზე უნდა ასულიყო. მითხრა დაჭრილმა, არ ვიცი, რატომ დამარტყა, ჩემთვის მოვდიოდიო, მუცელში უნდოდა დაერტყა, მაგრამ დავიხარე და ზურგში ჩამარტყაო…”
კომენტარები