მადონა ბეგიაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს გუდაურში მოკლული 28 წლის თამაზ გორთამაშვილის ფოტოებს და წერს:
“16.02.202.. ზარი: „თაზო მოკლეს”…აქ გაჩერდა დრო… აი ამ დროს გაწყდა ჩვენი დიდი ოჯახის გრძელი ჯაჭვი.
იცით ვინ იყო თაზო?გეტყვით: ყველაზე ლამაზი, ყველაზე კეთილი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მშვიდი, ყველაზე თბილი და ყველაზე მაგარი ადამიანი.
8 თვის იყო რომ დაობლდა. 25 წლის დაქვრივებულმა დედამ რკინის ქალამნები ჩაიცვა და დაადგა ცხოვრების ეკლიან გზას სამ შვილთან ერთად.
ვინ მოსთვლის რამდენ სირთულეს წააწყდა მაგრამ არ დანებდა, სამივე ბიჭი მაგარ ვაჟკაცებად გაზარდა. მაგრამ, ალბათ, აღზრდაში დაუშვა შეცდომა, მათთვის საკუთარზე მეტად სხვისი სიყვარული უსწავლებია…
მაგარი დედაა, გმირი შვილი გაზარდა, აი ისეთი შვილი მკვდარიც რომ გეამაყება ადამიანს… და შენ მკვლელოო მარტო თაზოს ცოდვა კი არა, მისი გაუხარელი დედის, მისი ორი ფრთამოტეხილი ძმის, ძმიშვილების, რომლებიც თაზოს დანახვისთანავე მერცხლებივით მხრებზე რომ შემოასხდებოდნენ, უდიდესი სანათეოსაოსი, ზღვა სამეგობროსი და მ თ ე ლ ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ცრემლი გადევთ ზურგზე.
თაზოო შენს ტყვიით დაფლეთილ გულს გეფიცები რომ სიმართლეს აუცილებლად დავადგენთ!!! ყველაფერს აეხდება ფარდა…
“სხვას სხვისი მკვდარი მიძინებული ეგონაო !” ნათქვამია, შენ გამოგიყვანეს დამნაშავე და მკვლელი-გმირი… თურმე კაცისკვლა გმირობა ყოფილა. გმირი ჩვენ გვყავს სხვას გადაეფარა, სხვას დაუთმო სიცოცხლე..
გპირდები გავასაჯაროებთ დამალულ დეტალებს. მალე ძალიან მალე ჩემო მწვანეთვალება ჭაღარა ბიჭო. მაგრამ შენს თავს კი ვაი რომ ვეღარავინ დაგვიბრუნებს…”
კომენტარები