დღეს, ესტონეთის საგარეო დაზვერვამ გააკეთა განცხადება და “ქართული მარში” დაადანაშაულა რუსეთთის პროპაგანდისტული აზრის გატარებაში.
“ალია” დაუკავშირდა, “ქართული მარშის” ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს
საერთოდ ესტონეთი, როგორც ქვეყანა, ძალიან მიყვარს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი, გამსახურდიასა და კოსტავას გვერდით, იმ დროიდან მახსოვს ესტონეთის გვერდში დგომა.
ვნახე ესტონეთის დაზვერვის უფროსის ოფიციალური განცხადება, სერიოზულად ვერ შეხედავ, შთაბეჭდილება დაგრჩება, რომ ჩეკენობით არიან დაკავებულნი.
აუცილებლად გავაგზავნით ნოტას ესტონეთის საელჩოში და მოვითხოვთ ესტონეთის დაზვერვის სამსახურმა მოგვიხადოს ბოდიში საჯაროდ ამ უპრეცედენტო ცილისწამებისთვის, ეს არის ესტონელი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე ხაზის გადასმაა.
ასევე მოვითხოვთ, გამოვიდეს ესტონეთის უშიშროების უფროსი და თუ ერთი მცირე ფაქტი მაინც აქვს „ქართული მარშის“ ლიდერების კი არა, ნებისმიერი წევრის წინააღმდეგ თუ აქვთ მტკიცებულება, რომ დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან – თქვან და გვაჩვენონ.
ქვას ვასროლინებთ, თუ ვერ დადებენ ამ მასალას, არათუ ბოდიშის მოხდას მოვითხოვთ, მოვითხოვთ გადაყენებული იქნება ესტონეთის დაზვერვის უფროსი და სისხლის სამართალში იქნეს მიცემული, ცილისწამების გამო.
ესტონეთის უშიშროების უფროსი კი არა, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, პირობას ვდებ, უმკაცრესად აგებს პასუხს შეურაცხყოფისთვის და ცილისწამებისთვის.
ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში შიშველი, უიარაღო ხელებით ვებრძოდით რუსეთის არმია, „ქართული მარშის“ წვერია, უჩა გუგუჩია, შინდისში გადარჩენილ გმირი, ასეთ ადამიანებს რომ აბრალებ – რუსეთის სამსახურში ხართო, ეს არის უდიდესი პროვოკაცია.
ბალტიისპირეთში ელჩების უმრავლესობა არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები. გასაგებია, ხომ ვინ მიაწოდა ესტონეთის უშიშროებას „ქართულ მარშზე“ ინფორმაცია.
მეტიც, ზუსტად შემიძლია ვთქვა, ბოკერიას პარტიის ლიდერების მიწოდებული ინფორმაციაა, მაგრამ… ამას მნიშვნელობა არა აქვს, როცა ესტონეთი ხარ ნატოს წევრი ქვეყანა, ამდენად არასერიოზულად არ უნდა მოიქცე.
რას აკეთებს ჩვენი უშიშროების სამსახური? როდესაც უცხო ქვეყნის დაზვერვიდან გვიცხადებენ მისი ქვეყნის მოქალაქეებს ომს? რა გარანტია მაქვს, რომ ხვალ ვინმე არ მოაწყობს ჩვენზე თავდასხმას? ამერიკა რომ სადამ ჰუსეინზე აკეთებდა განცხადებებს, სანამ ომს გამოუცხადებდა და სანამ მოკლავდა – ამ ტიპის განცხადებები კეთდება ახლა ჩვენზე და რას აკეთებს ჩვენი ქვეყნის უშიშროება, როგორ რეაგირებას ამ მიზანმიმართულ ცილისწამებაზე?
საქართველოს უშიშროებამ ან უნდა მიიღოს ესტონეთის დაზვერვის განცხადება და თქვას, რომ ჩვენ მართლაც ვართ რუსეთის აგენტები, ან გამოიძიოს და რომ დადასტურდება, არაფერ კავშირში ვართ რუსეთთან – მოსთხოვოს ესტონეთს პასუხი.
თუ ესტონეთის დაზვერვა ვერ წარმოადგენს მტკიცებულებებს და არც ბოდიშს მოიხდის, ნორმალურ ქვეყანაში მერე ერთი გზაღა რჩება, იმ ქვეყნის ელჩი (ამ შემთხვევაში, ესტონეთის) ცხადდება პერსონა ნონ გრატად, თუ არადა ვთქვათ, რომ მონები ვართ, ამჯერად ეტსონეთის უშიშროების უფროსის მონები და ეს ქვეყანა აღარ ყოფილა.
დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება, მზად ვართ ჩვენ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად – დაიწყონ გამოძიება და პირობას ვდებ, ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე.
კომენტარები