ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში უმცროს შვილზე ისაუბრა, რომელიც 4 წლის იყო, როდესაც ის დაიჭირეს.
ვანო მერაბიშვილის თქმით, მას უხარია, რომ საკუთარ შვილს უკეთ გაიცნობს.
„4 წლის იყო როცა წავედი და უკვე დიდი და ჩამოყალიბებული ადამიანია. ძალიან მიხარია, რომ ჩემს შვილს უკეთ გავიცნობ. ძალიან პატარა იყო, როდესაც დავტოვე. მე მას ვპირდები, რომ უახლოეს დღეებს მასთან გავატარებ“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საპატიმროდან დღეს გათავისუფლდა. იგი ციხეში 6 წელი და 9 თვე იმყოფებოდა.
კომენტარები