სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ გელათის მონასტერი ისევ საფრთხეშია – ტაძარში არსებული მაღალი ტენიანობის გამო, მე-16 საუკუნის ისტორიული ფრესკის ნაწილი ჩამოიშალა და უნიკალური მხატვრობის მთლიანობა დაირღვა.
ადგილზე არ ჩასულან ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბის ზარალი და ზიანი მიადგა მონასტერს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები წლების წინ დაიწყო. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ტაძარში წყალი ჩაედინებოდა. მეორე იერუსალიმად წოდებულ ტაძარში წყლის ჩასვლისა და ფრესკების ჩარეცხვის შემდეგ, მონასტერი დროებითი, თუნუქის ფირფიტებით გადახურეს.
წყარო – მთავარი
კომენტარები