პატიმარმა დეკანოზმა 9 წლიანი სასჯელის ნახევარი უკვე მოიხადა და ადვოკატებს მასთან ვადაზე ადრე გათავისუფლების სტრატეგია ჰქონდათ შესათანხმებელი. შესაძლოა, მამა გიორგი მამალაძემ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მეორედ მიმართოს.
ადვოკატი გიორგი ფანცულაია “ტვ პირველთან ამბობს:
“დაცვის უფლების განხორციელება მეზღუდება. ზამთრის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოვახერხე შესვლა, გაზაფხულზე კი შესვლაც კი ვერ მოვახერხე. პასუხი ერთი და იგივე, შაბლონურია, რომ ადგილი არ არის. იქ ნამდვილად არის გარკვეული სივრცეები, რომელსაც მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა მაღალ იერარქს უნდა საპატრიარქოდან, რომ მსჯავრდებულთან შევიდეს. მრჩება განცდა, რომ ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული ადვოკატების წინააღმდეგ”
დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე:
“დავალებაა საპატრიარქოსგან, რომ ადვოკატებმა მამა გიორგის მონახულება ვერ შეძლონ. მას აუკრძალეს აღსარებისა და ზიარების თქმაც. მასთან არცერთი მღვდელი არ შეუშვეს. მას სჭირდება ადვოკატთან კონსულტაცია, თუმცა ეს უფლება ეზღუდება. იმიზეზებენ პანდემიას, მაგრამ ეს არის აბსურდული, რადგან, ზუსტად ამ დაწესებულებაში, როცა მივდივარ, იქ სხვა მსჯავრდებულებთან არაერთი ადვოკატი შედის”
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კომენტარები