საპატრიარქოს მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე შესაძლო წვდომას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. ინფორმაციას უწყებაში ადასტურებენ.
გუშინ, 19 მაისს საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე მხოლოდ კოვიდგადატანილი ჟურნალისტები დაუშვეს. შესვლისას მათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები შეუმოწმეს.
კითხვაზე, თუ საიდან იცოდნენ გადატანილი ჰქონდათ თუ არა კონკრეტულ ჟურნალისტებს კორონავირუსი, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე წვდომა აქვთ.
კომენტარები