კომპანია “ბორჯომის” გაფიცული თანამშრომლები ამ წუთებში აქცია-მსვლელობას მართავენ.
ისინი ბორჯომის ერთი ქარხნიდან, მეორე ქარხნამდე ფეხით მიდიან.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან და პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანია მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
მათი თქმით, დღეს ადმინისტრაციიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.
კომენტარები