ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რისგან უნდა შეიკაოს ვაქცინირებულმა ადამიანმა თავი.
ალკოჰოლი
სამედიცინო წრეებში არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ რეკომენდაციებში ალკოჰოლი საერთოდ არაა ნახსენები, რუსეთში კი მოქალაქეებს ურჩიეს, აცრიდან 2-3 დღის განმავლობაში დალევისგან თავი შეიკავონ.
“რუსთავი 2-თან” საუბრის დროს ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ, შრატისგან განსხვავებით, ვაქცინასთან ალკოჰოლი რეაქციაში არ შედის.
“ალკოჰოლი ვაქცინამდე და ვაქცინის შემდგომ 2 ჭიქა შეიძლება. რაც შეეხება თრობას ეს არ შეიძლება, რადგან ძლიერი თრობის დროს იმუნიტეტი სუსტდება და ანტისხეულების გამოყოფა შემცირდება, ვაქცინაცია კი თავის მიზანს ვერ შეასრულებს,- აცხადებს იმუნოლოგი.
დაბანა
“რატომ გაჩნდა ეს კითხვა ნამდვილად არ ვიცი, არავითარი კავშირი დაბანას და ვაქცინაციას შორის არ არის. აცრამდე და აცრის შემდეგაც ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიბანოს,”
კვება – დიეტა
“კვებას არავითარი კავშირი არ აქვს ვაქცინაციასთან. უბრალოდ ვაქცინაციის შემდეგ, თუ მივირთვით 3 კილოგრამი მარწყვი, შესაძლოა ალერგია მომცეს. მერე გართულდება გარკვევა ეს არის ვაქცინის რეაქცია თუ უბრალოდ მარწყვის ალერგიაა, იგივე ეხება ციტრუსებსაც.”
მზე და სოლარიუმი
“თუ მზეზე არ აქვს ალერგია ადამიანს შეიძლება. მზეც და სოლარიუმიც. თუ ადამიანი მზეზე იფოთლება ან აყრის თავი უნდა შეიკავოს,”
აცრის შემდეგ, თუ გავცდივდით, როგორ ვიქცევით?
“თუ გავცდივდით სიმპტომურ მკურნალობას ჩავიტარებთ ოჯახის ექიმთან აუცილებლად. აცრიდან ორი კვირის მანძილზე არ ვართ დაცულები, კორონავირუსის შემთხვევები მეორე მეხუთე დღესაც ფიქსირდება. ადამიანებს ჰგონიათ, რომ აცრა გაიკეთეს კაბინეტს დატოვებენ და დაცულები არიან ეს ასე არ არის,”
იმუნიტეტი
იმუნოლოგი აცხადებს, რომ აცრა იმუნურ სისტემას კი არ ასუსტებს, პირიქით, აძლიერებს.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები