„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა ე.წ მუხროვანის ამბოხის იმ ცნობილ ვიდეოზეც, სადაც ვანო მერაბიშვილი „ორ გვამს“ ითხოვს.
„მე მაშინვე ვიკითხე, ეს სიტყვები ვანომ როგორ თქვა-თქო. ბიჭებმა მითხრეს, ვანოს მაგ დროს ეუბნებოდნენ, ორი ადამიანი არ ჩანს, ცოცხალია თუ მკვდარი, არ ვიცითო.
ამაზე ამბობს ვანო, ის ორი ადამიანი მინდა, ან ორი გვამი, ანუ ან ცოცხლები მომიყვანეთ, ან გვამები მოიტანეთო“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა სუსის იმ ორ მაღალჩინოსანზე, რომლებიც ამ სკანდალურ ვიდეოში ჩანან და დღესაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
საუბარია, სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილეზე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილსა და კიდევ ერთ მაღალჩინოსანზე.
ბარამიძის თქმით, უზნეობაა, რომ ეს ადამიანი დღეს ასეთ მაღალ თანამდებობას იკავებს.
კომენტარები