აჭარის საზოგადოებრივი არხის გადაცემა ,,თავისუფალი სივრცის” წამყვან, ვახო ხუზმიაშვილსა და ნაცმოძრაობის ლიდერ, გიორგი ბარამიძეს შორის დიალოგი მას შემდეგ გამწვავდა, რაც გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტს შენიშვნა მისცა, რომ მასთან სასაუბროდ სათანადოდ არ მოემზადა.
ვახო ხუზმიაშვილი: ბატონო გიორგი, თქვენ ალბათ კლასი დაგივარდათ, ადრე ასეთ რაღაცებს არ შვებოდით ეთერში, რატომ გაქვთ თავდასხმის სტილი არჩეული? მე შემიძლია თქვენი ბიოგრაფია თავიდან ბოლომდე მოგიყვეთ, იქაც ვიყავი, გლდანის ეკლესიაში რომ იყავით შეჭრილები, მაშინაც ვიყავი, ტელეკომპანია ,,იბერიაში” რომ შემოვარდით და რა განცხადებებიც კეთდებოდა. ძალიან ბევრი რამე ვიცი თქვენზე და მოდით, გამოცდას ნუ მომიწყობთ ახლა ეთერში.
გიორგი ბარამიძე: კარგია, რომ შემახსენეთ. უვიცობა და მკრეხებელობაა, როცა მწვალებელთა ბუნაგს ეკლესიას უწოდებს ვინმე… ეკლესია არის პატრიარქის, მღვდლის მიერ ხელდასხმული….
ვახო ხუზმიაშვილი: რაც გინდა იყოს, არავის აქვს იმ მეთოდებით შეჭრის უფლება. ვერაფრით გაამართლებთ იმას, როგორც შემოვარდით ,,იბერიაში”, ჟურნალისტი ვიყავი მაშინ, მახსოვს თქვენი განცხადებები, მოგწონდათ მაშინ ტყვიების სროლა ჰაერში… მთელი გადაცემის განმავლობაში ცდილობდით ჩემზე თავდასხმას და მიიღეთ ჩემგან პასუხები.
გიორგი ბარამიძე: სისულეების ლაპარაკს…
ვახო ხუზმიაშვილი: სიტყვები შეარჩიეთ…
გიორგი ბარამიძე: “იმედში მე არ ვყოფილვა…
ვახო ხუზმიაშვილი: სვანეთის მოვლენებზე რას იტყვით?!.. კარგად ბრძანდებოდეთ!
კომენტარები