ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მე-11 კლასელმა გოგო თავი მოიკლა.
ინფორმაციას „გურია ტვ“ ავრცელებს.
მოზარდი ოჯახის წევრებმა დილით ბოსელში გარდაცვლილი ნახეს. რას უკავშირდება მოზარდის სუიციდი, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სუიციდის სკოლასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად, წინასწარ გამორიცხავენ.
როგორც ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჩიტაძე აღნიშნავს, მე-11 კლასელი გოგო, დღეს დილით სკოლაში არ ყოფილა.
კომენტარები