“დღის კურიერის” ეთერში, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა თქვა:
“კვლევებში, რომელიც დღეს არსებობს დასავლური ტიპის ვაქცინებზე, ორსულებისა და მეძუძური დედების აცრის შემთხვევაში უარყოფითი გავლენა არ ჩანს. პირიქით, მხოლოდ სარგებელია.
ყველა მწარმოებელი ამბობს, რომ კონკრეტულ სიტუაციაში რისკისა და სარგებლის საფუძველზე გადაწყდეს.
თუ დედა არის ორსული ან მეძუძური და ის არის COVID კლინიკის თანამშრომელი, მედდა ან ექიმი, მას მეტი რისკი აქავს COVID-თან შეხვედრის, რადგან ორსულებისთვის კორონავირუსი მეტი რისკია. ამიტომ, ასეთი მაღალი რისკის ადამიანებმა, ორსულია ის თუ მეძუძური, ვაქცინა აუცილებლად უნდა გაიკეთონ”
კომენტარები