რუსეთში, პერმის მხარეში, ქალაქ ბერეზენიკში ლიცეუმის მოსწავლე მასწავლებელს თავს დაესხა და დანით დაჭრა.
მასწავლებელი ჰოსპიტალიზებულია, მოსწავლე კი დაკავებული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტი მასწავლებლის მიერ დაწერილ შეფასებას უკავშირდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი 74 წლის ქალი ფიზიკის მასწავლებელია, მას ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კომენტარები