“კარგი თაგვი – მკვდარი თაგვი” – ასე ეხმაურება ავსტრალიის მთავრობის წარმომადგენელი ქვეყნის პატარა ქალაქებში მიმდინარე მოვლენებს.
როგორც ირკვევა, თაგვები ქვეყნის მოსახლეობისთვის ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდნენ, მგრამ ამ სეზონზე შექმნილმა ვითარებამ ყველა რეკორდი მოხსნა.
თვეების მანძილზე ავსტრალიის მოსახლეობა ყველა ხერხით ებრძოდა “შავ ჭირს”, რომელიც მათ თაგვების სახით ევლინებოდა. მშიერი მღრღნელები ანადგურებენ ფერმერების მოსავალს, იჭრებიან ფაბრიკებში. მათი პოვნა სახლებში და მაცხოვრებელთა ლოგინებშიც კია შესაძლებელი.
ზარალმა უკვე 116 000 ამერიკულ დოლარს მიაღწია, თუ მთავრობა საჭირო ზომებს არ მიიღებს ეს ზარალი მილიონამდეც გაიზრდება.
ოფიციალურად დაანონსდა, რომ შემუშავდა სპეციალური საწამლავი. საწამლავის ამჟამინდელი მარაგი 5000 ლიტრია და ერთი თაგვის გასანეიტრალებლად მცირე დოზაც საკმარისია.
კომენტარები