სუიციდი ლანჩხუთში – მეთერთმეტე კლასის მოსწავლის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ქ. გ.-ს ძმა, 17 წლის არასრულწლოვანი სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხა.
როგორც სოც.მუშაკი “ტვ პირველს” უყვება, მოზარდს მამასთან შესაძლო კონფლიქტზე არ უსაუბრია და საქმეში რაიმე სახის საეჭვო გარემოება არ გამოკვეთილა.
სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ არასრულწლოვანი კიდევ ერთხელ გამოიკითხება.
გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მე-11-ე კლასელი გოგონა ოჯახური ძალადობის ან სკოლაში ჩაგვრის მსხვერპლი.
დილიდან გურიაში საგამოძიებო მოქმედებები არ წყდება. პოლიციაში ჯგუფ-ჯგუფად მიჰყავთ ადამიანები, ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა გარდაცვლილთან.
გუშინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები