ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანი დამნაშავედ ცნო ბლოგერ ალექსანდრ ლაპშინის ბაქოს ციხეში წამებასა და მისი მკვლელობის მცდელობაში.
სტრასბურგის სასამართლომ ბაქოს, კომპენსაციის სახით, ლაპშინისთვის 30 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
ლაპშინმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ ვერდიქტს ელოდა სამი წელიწადი და არაერთ მუქარას იღებდა ქვეყნის თანამდებობის პირებისგანაც.
ალექსანდრ ლაპშინი, რუსეთის, უკრაინისა და ისრაელის მოქალაქე, 2016 წელს ბელარუსში დააკავეს და გადასცეს აზერბაიჯანს, სადაც მას ბრალი წაუყენეს მთიან ყაბარაღში უკანონოდ, აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე ჩასვლისთვის.
მან საპატიმრო დატოვა მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული 2017 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა.
კომენტარები