ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას სახლში შეიარაღებული თავდამსხმელები ფულით სავსე ორ ტომარას ეძებდნენ.
“კურიერის” ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 12 წლის ბავშვი, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გაკოჭეს და აიძულებდნენ ეთქვა, სად ინახავდა ეპისკოპოსი ფულით სავსე ტომრებს.
“ალია” შეგახსენებთ, “მთავარიმა” იანვრის ბოლოს მოამზადა სიუჟეტი მეუფე საბას მანქანებზე:
- 2016 წლიანი ML მერსედესი მუქი ვეცხლისფერი;
- 2020 წლის ლენდ კრუიზერი 200. შავი;
- 2019 წლის კია სპორტიჯი, მუქი ვერცხლისფერი;
- 2019 წლის მერსედესი CLS ვერცხლისფერი;
- 2014 წლიანი ტოიოტა ჰაილუქსი. თეთრი;
- 2019 წლიანი ტოიოტა ლენდ კუიზერი 200.შავი;
- 2017 წლიანი ტოიოტა ჰაილუქსი მუქი ვერცხლისფერი.
მედიის ცნობით, მეუფე საბას ეპარქიაში ძვირფასი მანქანების გარდა მის ქონებაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ გასულ წელს სენაკში მისი სახლის დაყაჩაღებისას 200 ათას ლარზე მეტი წაიღეს. სავარაუდოდ, ოჯახმა თანხის ოდენობა ვერ გაამხილა, ამიტომ გამოძიება ამ დრომდე 120 ლარის ქურდობაზე მუშაობს. ამ კითხვაზე მეუფე წყევლასაც არ მოერიდა.
კომენტარები