გაერთიანებული სამეფო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, პანდემიური რადარის სისტემის შექმნას გეგმავს. აღნიშნული ინიციატივა გლობალური მასშტაბით კორონავირუსის ახალი ვარიანტების სწრაფად ამოცნობას და ახალი ინფექციური დაავადებების გამოვლენას შეძლებს.
ბორის ჯონსონი, ამ საკითხის განხილვას G-20-ის გლობალური ჯანდაცვის სამიტზე გეგმავს. ჯონსონის ინიციატივას მიესალმება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მას სრული მხარდაჭერას უცხადებს.
კომენტარები