ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna ევროკავშირს განცხადებით მიმართავს. გამოცემა Deutsche Welle-ს ცნობით, კორპორაცია შეეცდება 12-17 წლამდე ასაკის ბავშვებში საკუთარი ვაქცინის გამოყენების ნებართვა მოიპოვოს.
გავრცელებული ინფორმაციით, Moderna ოფიციალურ წერილს ევროკავშირს ივნისის დასაწყისში წარუდგენს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, იდეალურ შემთხვევაში, ევროკავშირის თანხმობის შემთხვევაში, ამ ასაკობრივ ჯგუფში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.
ამჟამად, მედიკამენტების ევროპული სააგენტო (EMA) 12-15 წლამდე მოზარდებში BioNTech-ისა და მისი ამერიკელი პარტნიორის Pfizer-ის მიერ შემუშავებული ვაქცინის გამოყენების საკითხს განიხილავს.
კომენტარები