„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. მოთხოვნები კვლავ უცვლელია. მათი მოთხოვნა უცვლელია – ამბობენ, რომ ქართული მიწის გასხვისებას არ დაუშვებენ და თბილისში გამარჯვებამდე დარჩებიან.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.
საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი.
კომენტარები