აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეხმაურება 23 მაისს მომხდარ შემთხვევას, როცა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი მინსკში დაესვათ, რადგან ბორტზე ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი/ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. დაშვების შემდეგ კი პროტასევიჩი დააკავეს.
“მკაცრად ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას.
ჩვენ მოვითხოვთ მომხდარის საერთაშორისო გამოძიებას, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ბელორუსი ხალხის გვერდით”.
კომენტარები