სალომე ბარკერის დედა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“დღეს ჩემი შვილი, სალომე ბარკერი იმყოფებოდა ყოვლად ტვინჩაკირულ, გონებადაბინდულ ფალავანდიშვილთა კლანის უხეში ზეწოლის ქვეშ, მხოლოდ იმის გამო, რომ 12 საათზე მივიდა ნამოხვანელების მხარდასაჭერად, და ეს სამკლაური, რომელიც სულ უკეთია, შეეჩხირათ ვაჟკაცებს და რაინდებს თვალში!!!
სალომე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იცავს ადამიანებს, ყველას ძალადობისაგან ნებისმიერი მისაღები ფორმით, ვისაც დასჭირვებია..
სალომე არის ნამდვილი, უანგარო მებრძოლი თავისი ქვეყნის და ვამაყობ ჩემი შვილით, ყოველთვის ვიამაყებ, რომ რაც მე ვერ გავაკეთე, ამ ცქნაფა გოგოს აღმოაჩნდა უზღვავი ენერგია, ნიჭი, პრინციპები ქვეყნის კეთილდღეობის, თანასწორობის, მშვიდობისა და ერთიანობისათვის იომოს მისაღები ფორმით!
ტალახი იმან ესროლოს, ვის შვილსაც 17 წლის ასაკიდან ამდენი გაუკეთებია…
ყოველთვის ვიდგები სალომეს გვერდით, იმიტომ, რომ მე ვიცი, ვის და რას ემსახურება ჩემი შვილი და არა ისე, როგორც ტელევიზიები იტყვიან ან ყურით მოთრეულს იჭორავებენ!!!
თუ ფიქრობთ, ამით აკნინებთ ან ჩრდულს აყენებთ სალომეს და მის თანაგუნდელებს, ცდებით,უფრო აძლიერებთ.. ტყუილად ებღაუჭებით ძალადობით და მუშტების ნათელ მომავალს!!!
ფოტო არის ორი წლის წინ გადაღებული…”
კომენტარები