ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ჩავიდა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მუჰამედ ზარიფმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორმხრივი ინტერესების მქონე საკითხები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთანაც. შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობის, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო განვითარების საკითხებს განიხილავენ.
მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში, მოჰამედ ზარიფი აზერბაიჯანიდან სომხეთში გაემგზავრება.
კომენტარები